დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მარნეულის კლინიკაში ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, ეს იყო უეცარი სიკვდილი.
„დღეს ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. ჩემი კოლეგა, ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც გადაიტანა ინფექცია და გავიდა სამსახურში, სამწუხარო შემთხვევა, უეცარი სიკვდილი განვითარდა. ძალიან დიდი მწუხარებაა. ეს ტრაგედიაა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი სისტემა უმკლავდება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მარნეულში, “ავერსის” კლინიკაში ახალგაზრდა ექიმი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ექიმი 24 წლის ახალგაზრდა კაცია.