ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მნიშვნელოვანი ინფორმატორების ვინაობა არ გამიმხელია”

ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხეს

“გამოვედი პროკურატურიდან. ჩვენება ჩამომართვეს. თავაზიანი ფორმალობა დავიცავით მეც და გამომძიებელმაც.” – განცხადებას  აკეთებს  საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში  დაკითხვის შემდეგ.

“გარკვეული დეტალები ვუთხარი, მნიშვნელოვანი ინფორმატორების ვინაობა რა თქმა უნდა არ გამიმხელია – ვინც მე მენდობა და ჩემს უსაფრთხოებაზე სერიოზულ ცნობებს მაწვდის, ის რა თქმა უნდა ჩემგან ცხრაკლიტულით იქნება დაცული. ასეთ ხალხს არც მე ვუმტყუნებ ნდობას. რა თქმა უნდა არ მჯერა რომ პროკურატურას რეალურად რამეს გამოიძიებს, რა თქმა უნდა პროკურატურა ვერ წავა მოქმედი და ყოფილი პრემიერების წინააღმდეგ ვისი ვიზირებითაც ხდება ეს ყველაფერი ჩემი ღრმა რწმენით და არამხოლოდ რწმენით…. ისე კი არაფერი მელანდება და არაფერი მომჩვენებია, თითქმის წელიწადია ეს თვალთვალი და მიყურადება გრძელდება და როგორც ხედავთ მხოლოდ ახლა ვთქვი. მე ჩემი, ჩემი ოჯახის და დიახაც ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება მალაპარაკებს. სუს-მა ჩემს დევნას თავი დაანებოს და ამ ქვეყნის რეალურ მტრებს სდიოს და უთვალთვალოს. ამის თქმა მინდოდა მათთვის ამ ყველაფრის გახმაურებით.”-წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ ფეისბუქზე წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მას პერიდოულად უთვალთვალებდნენ და ავტომანქანიდან ფოტოებს უღებდნენ.

იტვირთბა....