ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციელმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ნარკოტიკი შეიძინა და მოიხმარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ვიქტორ კვირიკაშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ნარკოტიკული საშუალებები შეიძინა და მოიხმარა. ამის შესახებ სიუჟეტი TV “პირველმა” მოამზარდა.

სიუჟეტის მიხედვით, პოლიციელი ნარკორეალიზატორს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა და მისგან ნარკოტიკული ნივთიერება შეიძინა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით ისნის საპატრულო პოლიციის ინსპექტორი დააკავეს. თუმცა, მას სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და გათავისუფლდა.

პოლიციის თანამშრომლის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა, სადაც მან დანაშაული აღიარა. როგორც ცნობილია, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე პატიება ითხოვა და პირობა დადო, რომ ის მსგავს დანაშაულს მომავალში აღარ ჩაიდენდა.

ცნობილია, რომ პოლიციელი წარსულში ნარკოტიკის მომხმარებელიც იყო.  აღნიშნულ საქმეს კი გენერალური ინსპექცია იძიებს.

იტვირთბა....