aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შეამოწმეთ საიდან მოდის ნიკა მელიას ქონებრივი მდგომარეობის წარმომავლობა და სხვა დეტალები” – რა განცხადებას ავრცელებს სამხედრო ექსპერტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში “ნაცმოძრაობის” ახლად არჩეული თავჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ წერს.

“მეტრონომი” ექსპერტის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ.

“ნიკა მელიას არჩევა ვერ გამოვიცანი. მაგათ რა გამოიცნობს?! ყრილობაზე შესაძლოა შეტრიალდეს ყველაფერი. სააკაშვილი, ალბათ, ვარშალომიძეს უფრო ენდობა, მაგრამ დღეს ეს სურათია. შეაფასეთ მელიას ტიპაჟი, ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკური პორტრეტი, ბიოგრაფია, საიდან მოდის, მისი ქონებრივი მდგომარეობის წარმომავლობა და სხვა დეტალები.

ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ უნდა დაისვას კითხვა, საითკენ მიემართება პარტია. პასუხები ყველას ინდივიდუალური ექნება, იქედან გამომდინარე, თუ როგორ ანალიზს გააკეთებთ.
მოსწონდა ვინმეს ვაშაძე თუ არა, სხვა საქმეა, მაგრამ სხვადასხვა ტიპაჟის და “ბეგრაუნდის” პატრონებია.

რამდენად საინტერესო იქნება ენმ-ის უცხოელი პარტნიორებისთვის მელია ვაშაძის შემდეგ?

პრინციპში, ეს კითხვა ორთავე კანდიდატზე შეიძლება დაისვას.” – წერს სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ელექტრონულ არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

 

იტვირთბა....