ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მელია ინტელექტისგან დაცლილი დამნაშავე და პარლამენტის შენობაზე შტურმის ორგანიზატორია” – ანალიტიკოსი ნაცმოძრაობის ახლად არჩეულ თავჯდომარეზე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალური ქსელის საშუალებით “ნაცმოძრაობის” თავჯდომარედ ნიკა მელიას არჩევის საკითხს ეხმიანება.

როგორც ანალიტიკოსი საკუთარ პოსტში დასძენს, ენმ-მ ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ არჩევით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აღნიშნული პარტია კრიმინალური ოპოზიციაა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ არჩევით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს არის კრიმინალური ოპოზიცია, რომლის ფორმალური ლიდერიც, ძებნილი სააკაშვილის მსგავსად, რა თქმა უნდა, კრიმინალი, ამბოხების, რევოლუციის და რევანშის იდეით შეპყრობილი პირი უნდა იყოს.

ვინაა ნიკანორ (ნიკა) მელია? ის არის ინტელექტისგან დაცლილი დამნაშავე, პარლამენტის შენობაზე შტურმის ორგანიზატორი, სამაჯურის მოხსნით აღკვეთის ღონისძიების პირობების დამრღვევი და მუდმივად რევოლუციაზე, რევანშზე მომართული აგრესორი, რომელშიც დევნილი და კრიმინალი სააკაშვილი განსხეულდა და საბოლოოდ იქცა მის აგრესიულ სათამაშოდ და ფორმალურ ადგილმონაცვლედ.

პარტიის ფორმალურ თავმჯდომარედ ამ უინტელექტო კრიმინალის არჩევით, კიდევ ერთხელ გაცხადდა “ნაციონალური მოძრაობის” რეალური არსი, მიზნები და ამოცანები. ამის დასადასტურებლად, მხოლოდ ნიკა მელიას ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისთვის თვალის შევლებაც საკმარისია.” – წერს გია აბაშიძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ელექტრონულ არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

იტვირთბა....