მარნეულში, 23 წლის ექიმი გარდაიცვალა. – აღნიშნული შემთხვევა “ავერსის” კლინიკაში დღეს მოხდა.
როგორც კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი მედასთან აცხადებს, გიორგი ბუაძე კლინიკის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს.
„ძალიან კარგი და სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო, ახლახან გადაიტანა კოვიდი და სამსახურშიც ახლახან გამოვიდა. სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა, გარდაცვლილი ვიპოვეთ წუხელ საპირფარეშოში, მიზეზი სავარაუდოდ თრომბია“, – აცხადებენ კლინიკაში.
“მეტრონომი” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არკვევს, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ.