“ეს ანაქრონული “ბელადის” კონცეფციიდან თანამედროვე “ლიდერების” კონცეფციაზე გადასვლას ნიშნავს,” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ენმ-ს ახალი თავჯდომარის, ნიკა მელიას არჩევის შეფასებისას განაცხადა.
“მეტრონომი” გია ხუხაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევა ნიშნავს სისტემურ ტრანსფორმაციას, ანუ ანაქრონული “ბელადის” კონცეფციიდან თანამედროვე, “ლიდერების” კონცეფციაზე გადასვლას.
ახლა უკვე ერთადერთი პარტია დარჩა გადასატვირთი, იმისათვის რომ საბოლოოდ გავთავისუფლდეთ ბელადებისგან და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესზე გადავიდეთ…
ეს ბევრად უფრო რთული ამოცანაა, რადგან ბელადი ამ შემთხვევაში მხოლოდ პარტიას კი არა, სახელმწიფოს შეეზარდა. შესაბამისად, ან თვითონ უნდა დათმოს, ან ეს მთელმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ერთიანი ძალისხმევით” – წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ელექტრონულ არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.