ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ზედმეტად დიდ როლს ვანიჭებთ ელჩებს” – ანა დოლიძე

“ელჩების მოწოდებები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი არიან დიპლომატები და არა პოლიტიკური სტრატეგები, შესაბამისად, მათი მოწოდებებიც დიპლომატიური იქნება,” – ამის შესახებ მოძრაობის ”ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ “ღამის კურიერში” საუბრისას განაცხადა.

როგორც დოლიძემ გადაცემაში აღნიშნა, ის ისურვებდა, საქართველოს პრეზიდენტს ჰქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლობა გაეწია.

“რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, ისინი არიან დიპლომატები. ესენი არ არიან პოლიტიკური სტრატეგები. ჩემი პერსპექტივით, ზედმეტად დიდ როლს ვანიჭებთ ელჩებს, სხვათა შორის, შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

უშუალოდ, ტაქტიკურ ეტაპებზე, ელჩები რომლებიც გვთავაზობენ ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას და სერვისს, მე უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის, ქალბატონ პრეზიდენტს რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გასწიოს ეს შუამავლობა. რატომ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენ ელჩების შუამავლობა,” – ამბობს ანა დოლიძე.

იტვირთბა....