“ნოდარ მელაძის შაბათი” ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას სატელეფონო ჩანაწერებს ასაჯაროვებს.
გავრცელებულ ანონსში გადაცემის წამყვანი დასძენს, რომ მათ მიერ ბადრი ესებუას ტელეფონიდან მოპოვებული პირადი სატელეფონო ჩანაწერები, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბევრ რამეს ამბობს.
ამ ჩანაწერებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესებუამ დანაშაული ფინანსური პრობლემების გამო ჩაიდინა.
„პრობლემა გაქვს, ვალი გაქვს ბადრი და შენი ქონება გადის აუქციონზე“ – ერთ-ერთ ჩანაწერში სავარაუდოდ ბანკის თანამშრომელი აფრთხილებს ესებუას ის კი პასუხობს, რომ უმუშევარია და არანაირი შემოსავალი არ აქვს.
იხ: ვიდეო: