საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მღვდელმთავრებმა აღსაყდრებიდან 43 წელი მიულოცეს. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესამსახური ავრცელებს.
„დღეს, 2020 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა აღსაყდრებიდან 43 წლისთავი მიულოცეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეს, კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 43 წელი გავიდა.