ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვისურვებდი, რომ ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას” – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან დიდი სტიმულია ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის ისურვებდა, რომ ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას.

“ვისურვებდი, რომ ახალი 2021 წელი ყოფილიყოს მშვიდობის, ჯანმრთელობის, ერთმანეთის სიყვარულისა და რაც მთავარია, გაერთიანების, სოლიდარობის წელი. ვისურვებდი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანება შეგვძლებოდეს, მიუხედავად იმისა როგორი განსხვავებული პოზიციები და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა გვქონდეს.ქართულ კულტურაში განსხვავებულობის ერთობით საერთო ჰარმონიის შექმნის უდიდესი ტრადიცია ათასწლეულებია, არსებობს. ვისურვებდი, რომ ქართული პოლიფონიის მრავალჟამიერის მსგავსად, პოლიტიკაშიც შეგვეძლოს განსხვავებული აზრების მიუხედავად საერთო საქმის კეთება. ვისურვებდი, რომ ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას. მჯერა, რომ ერთსულოვნებით, ერთიანი ძალისხმევით 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას შევძლებთ და ძალიან მალე გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

იტვირთბა....