ვეტერანი, ვაჟა ნოზაძე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს მთავრობას მიმართავს.
როგორც ვეტერანი თავის პოსტში აღნიშნავს მას მთავრობის იმედი არ აქვს.
“მეტრონომი” ვაჟა ნოზაძის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
„8 წელი ხელისუფლება რომ გქვია და კიდევ 4 წლით აგირჩიეს, ნომერ პირველ პრიორიტეტად რუსული ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რომ ისახავ მიზნად და ამ დროს პირველივე სხდომაზე ვეტერანების თემას ჩინურად პასუხობ, აი მანდ „გაგარტყით ლოგიკაში“…
რით აპირებთ დეოკუპაციას, თქვე სი..ებო, ჯარით?!
ღმერთმა ყველა ჯარისკაცს სიკეთე მისცეს, მაგრამ გამოცდილი ვეტერანი რამხელა ძალაა მაგას რომ ვერ საზღვრავ, ხელისუფლება კი არა ჯოგი ხართ ..ლიად…
პანელის პ..არასტებს ხომ უგვარებთ ჩუმჩუმად პრობლემებს!
ამ უბედურებს, როცა სჭირდებათ მაგალითად აღმაშენებელი მოჰყავთ… ეგ მაცოფებს, რატომ არ წამოიხედება რომ დაგაყრევინოთ ეგ უტვინო თავები!
ჩვენი დაღუპული ძმების სისხლზე ხართ გამდიდრებულები და გაჯეჯილებულები მაგ ხელისუფლებაში და იმ ანგარებიანი და…ვებული დორბლიანის სექტის შიში კიარა, ჩვენი რიდი უნდა გქონდეთ, თუ კიდევ შეგრჩათ საღი აზრი!
ჩვენ ვეტერანები შეიძლება ბევრს ვიგინებით, ვილანძდებით და ვუხეშობთ, მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ეს დალოცვილი ქვეყანა თქვენგან განსხვავებით უანგაროდ გვიყვარს!
გენეტიკურად, დედის მუცლიდან გვიყვარს, რითიც ვამაყობთ და ნებისმიერ დროს მზად ვართ თავი შევწიროთ როცა ქვეყანას დასჭირდება! სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა!“, – წერს ნოზაძე.
ცნობისთვის, გუშინ, 24 დეკემბერს, საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრიორიტედად რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაასახელა. ამასთან, პრემიერმა ისაუბრა ვეტერანებზე და აღნიშნა, რომ გამოსავალს მოძებნიან და მათ დაეხმარებია.