“გუშინ ვუყურებდი კადრებს, ქაშუეთში გოგი ქავთარაძის დაკრძალვაზე მივიდა ბატონი ივანიშვილი. ზოგჯერ მიფიქრია, შემთხვევით რომ შემხვდეს, გადავა ქუჩის მეორე მხარეს, ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ, მეორე მხარეს გადავა, იმიტომ რომ შერცხვენილია ჩემთან”
არმაზ ახვლდიანი – “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი
აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
ახვლედიანის თქმითვე, “ივანიშვილმა წამართვა ჩემი კუთვნილი ქონება და შემომითვალა, თუ იქნები უფრო ლმობიერი ჩემ მიმართ, ქონება დაგიბრუნდებაო”