აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით,10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმება სომხეთის სახელმწიფოს კაპიტულაციას ნიშნავს.
ილჰამ ალიევის შეფასებით, აზერბაიჯანის არმიას მოწინააღმდეგისთვის ხერხემალი რომ არ გადაეტეხა, მოწინააღმდეგე შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა.
„სომხეთი დანებდა, სომხეთმა თეთრი დროშა აწია, სომხეთმა დაიჩოქა. ამის შემდეგ ერთი გასროლის გარეშე დავიბრუნეთ აგდამის, ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონები“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მტერი ჩვენი მიწებიდან განვდევნეთ. ომის პირველი დღიდან ვამბობდი, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, როდის დატოვებენ ჩვენს მიწებს. თუმცა, თარიღი არ დაუსახელებიათ. ცდილობდნენ უცხოური სახელმწიფოები ჩაერთოთ, რათა ოკუპაცია გაეხანგრძლივებინათ. სომხეთის ხელმძღვანელობას ჩემთვის რომ მოესმინა, ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.
მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედრო შეიყვანა, სომხეთმა კი შეიარაღებული ძალების დანაყოფები გამოიყვანა.