„ეს იყო მცირე ხარვეზი, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან დიდი გაზვიადება მიენიჭა და წარმოჩენილი იყო, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნა და რევულუციაზე იყო საუბარი…
ეს მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დისკრედიტაციას, რასაც ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. არ ვთვლი, რომ ეს იყო ისე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რასაც შეიძლებოდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია. ესაა სპეკულაცია და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“.
ელენე ნიჟარაძე, „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი
მან თანამდებობა გუშინ, 24 დეკემბერს დატოვა
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც).
განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.