ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი გადადგა

ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

როგორც ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, თამარ სართანიამ საქართველოს პირველ არხს უთხრა, დეტალებზე ხვალინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც).

განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.

იტვირთბა....