aviabiletebi
მთავარი ციტატა

“სომხეთის ხელმძღვანელობას ჩემთვის რომ მოესმინა, ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა”- ალიევი

“მტერი ჩვენი მიწებიდან განვდევნეთ. ომის პირველი დღიდან ვამბობდი, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, როდის დატოვებენ ჩვენს მიწებს. თუმცა, თარიღი არ დაუსახელებიათ. ცდილობდნენ უცხოური სახელმწიფოები ჩაერთოთ, რათა ოკუპაცია გაეხანგრძლივებინათ. სომხეთის ხელმძღვანელობას ჩემთვის რომ მოესმინა, ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი

ალიევის განცხადებით,10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმება სომხეთის სახელმწიფოს კაპიტულაციას ნიშნავს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.

მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედრო შეიყვანა, სომხეთმა კი შეიარაღებული ძალების დანაყოფები გამოიყვანა.

 

იტვირთბა....