“სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა მცირდება. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ოდნავ მაინც სიმპტომები ექნება, შესაბამის ცენტრებს აუცილებლად მიმართონ. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა ეტყობა, რომ მაინც ნაკლებად მიდიან. ძალიან ვთხოვთ, ვისაც ცოტა სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი.”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძის თქმით, ჩვენს ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22 000 ტესტირება დღეში, ეს მაჩვენებელი, 14 000-მდე ჩამოვიდა.