“მოკლედ, ISFED-მა NDI-სკენაც გაიშვირა თითი. გამიმყარდა ეჭვი, რომ საქმე გვქონდა სოციოლოგიური კვლევების, ეგზითფოლების და პარალელური დათვლის მანიპულაციებით სახელმწიფოს მიტაცების მცდელობასთან. დასკვნა ერთია: ან ამ ორგანიზაციას შეუჩერდეს ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უფლება და აღარ დაიშვას უბნებზე, ან გამოძიება მიიყვანეთ ბოლომდე და გაგვაგებინეთ რა მოხდა. ამ ბუტაფორიულმა ბრიფინგმა მეტი ეჭვი გააჩინა.”
ამირან სალუქვაძე – სამხედრო ექსპერტი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში ISFED-ის პროგრამულ ხარვეზთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ ორგანიზაციამ აღნიშნული ხარვეზი NDI-ის გადააბრალა.
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც).
განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.