სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ISFED-ის პროგრამულ ხარვეზთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ ორგანიზაციამ აღნიშნული ხარვეზი NDI-ის გადააბრალა.
“მეტრონომი” სამხედრო ექსპერტის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“თქვენი გამჭვირვალეობა არ გაიშვა. ISFED-მა პროგრამული ხარვეზი NDI-ისაც გადააბრალა.
ბათილი ბიულეტენები იმიტომ მივათვალეთო, რომ ამ მეთოდიკით და პროგრამით სერბეთში ჩავატარეთო. ცნობისთვის, სერბეთში ვუჩიჩის პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა.
ხარვეზი მხოლოდ სამ პარტიას შეეხოო, გვიყვება ISFED-ის გამგეობა, ოცნებას და ე.წ. აღმაშენებელს. ახლა აგვიხსენით სოფტჩამორჩენილებს, თუ სერბული “სოფტით” ბათილი ბიულეტენები მიათვალეთ, 59-დან მხოლოდ ამ სამი პარტიის რატომ შეიცვალა? ევროსაქები რომელი სოფტური ლოგიკით ვერ მოხვდნენ ამ გაუგებრობაში? შემთხვევით ენმ-ის და ევროსაქების დაძაბული სიყვარულის ბრალი ხომ არაა?
მოკლედ, ISFED-მა NDI-სკენაც გაიშვირა თითი.
გამიმყარდა ეჭვი, რომ საქმე გვქონდა სოციოლოგიური კვლევების, ეგზითფოლების და პარალელური დათვლის მანიპულაციებით სახელმწიფოს მიტაცების მცდელობასთან.
დასკვნა ერთია: ან ამ ორგანიზაციას შეუჩერდეს ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უფლება და აღარ დაიშვას უბნებზე, ან გამოძიება მიიყვანეთ ბოლომდე და გაგვაგებინეთ რა მოხდა. ამ ბუტაფორიულმა ბრიფინგმა მეტი ეჭვი გააჩინა.
პ.ს.. ისე, ქართულიც გესწავლათ, არითმეტიკასთან ერთად, კარგი იქნებოდა.” – წერს ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც).
განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.