ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალიან ცუდია, რომ ასეთი დეზინფორმაცია ვრცელდება”- გაბუნია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

ჯანდაცვის მინისტის მიადგილე თამარ გაბუნია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც სამინისტრომ ჟანგბადის ნაცვლად, “ხვრინვის აპარატები” შეიძინა.

როგორც თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განმარტა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სახელმწიფომ არაინვაზიური ვენტილაციისთვის სამი ტიპის აპარატი იყიდა.

მისი თქმით, ეს არის ის ძირითადი დამხმარე საშუალებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებული პაციენტების სწორად მართვისთვის.

“”ძალიან ცუდია, რომ ასეთი დეზინფორმაცია ვრცელდება მედიაში ამ საშუალებებთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ის ძირითადი დამხმარე საშუალებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებული პაციენტების სწორად მართვისთვის.

ხშირად ხდებოდა მულტიფუნქციური ჟანგბადის აპარატების გამოყენება დამხმარე საშუალებად, არაინვაზიური ვენტილაციისთვის. ამ პრობლემის გადასაჭრელად და რადგან პაციენტების რაოდენობა იყო ძალიან მზარდი, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმოდგენილ ნუსხაზე დამყარებით, შეიძინა 3 სხვადასხვა ტიპის არაინვაზიური ვენტილაციის საშუალებები. ეს არის ბიპაპის აარატი, რომელსაც წარსულში იყენებდნენ სუნთქვის აპნოეს სამკურნალოდ, მაგრამ კოვიდის ეპიდემიის მართვის შემდეგ ბევრი ქვეყანა მას იყენებს კოვიდის შემთხვევაში ჟანგბადის წნევით მიწოდების უზრუნველყოფად,”- აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, აპარატი, რომელიც უწყებამ შეიძინა, არის აღიარებული ამერიკის წამლის და საკვების სააგენტოს მიერ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმწიფომ ასევე შეიძინა მაღალი სიხშირით წნევის მოწოდების 50 აპარატი, ე.წ ვაიფლოუ და 300 ცალი  გერმანული წარმოების კომბინირებული ბიპაპის და ვაიფლოუს აპარატი.

 

იტვირთბა....