aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოლებმა პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, გუშინდელმა დღემ მასიური დარღვევების გარეშე ჩაიარა”- ნათია თურნავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობიბის კანდიდატი ნათია თურნავა 24 დეკემბერს სავაჭრო ცენტრების გახსნას და მათ მუშაობას აფასებს.

ნათია თურნავას განცხადებით, საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სასურსათო ქსელებმა, რაც სასიხარულოა. ამის შესახებ თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, თურნავა სავაჭრო ქსელებს მიმართავს, რეგულაციების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი გაგრძელდეს.

„გუშინ შემსუბუქდა რეგულაციები არარსურსათო ვაჭრობის სექტორისთვის. საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სასურსათო ქსელებმა, მოლებმა, მაღაზიებმა და ძალიან გვიხარია, რომ დღეს, როდესაც გუშინდელი დღის სტატისტიკას ვაჯამებთ, სერიოზული და მასიური დარღვევების გარეშე ჩაიარა ამ დღემ. მინდა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სავაჭრო ინდუსტრიას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ კონტროლს. წინასახაალწო დღეები დატვირთულია და მაღალი მოთხოვნაა, ადამიანებს საჭიროებები დაუგროვდათ და დავინახეთ, რომ მომხმარებლების მიერ საკმაოდ დიდი მიწოლა იყო მაღაზიებზე. აქედან განომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ განსაკუთრებით შაბათ-კვირას კვლავ დაიცვან ყველა აუცილებელი მოთხოვნა და როგორც მომხმარებლებმა, ასევე მაღაზიებმა ამაზე მკაცრი კონტროლი გააგრძელონ, ხოლო ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ასეთივე მკაცრი მონიტორინგი“, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, 24 დეკემბერს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მხოლოდ სავაჭრო ცენტრებს შეეხო, სხვა ყველა შეზღუდვა კი ძალაში დარჩა. სავაჭრო ცენტრებს კი დამატებითი რეგულაციების შესრულების ვალდებულება დაეკისრათ. კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე და მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით. გარდა ამისა, ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.

იტვირთბა....