ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გერმანიაში კორონავირუსის „ბრიტანული“ ვარიანტი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან გავრცელდა.ვირუსის ახალი ვარიანტი გაერთიანებული სამეფოდან გერმანიაში ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ბიოლოგიური ნიმუშების ლაბორატორიულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ქალი კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ ვარიანტით იყო ინფიცირებული.

მედიის ინფორმაციით, ქალს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს, რის გამოც ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება იმ ნათესავების სახლში, ვისთანაც გაერთიანებული სამეფოდან სტუმრად ჩავიდა.

ცნობისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გერმანიამ გაერთიანებულ სამეფოსთან საჰაერო მიმოსვლა უკვე შეზღუდა.

იტვირთბა....