“თითქოს, მზის შუქზე გამოანათა ვაქცინამ, მაგრამ მასაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს მის ეფექტურობასთან დაკავშირებით, გამოსავალთან და ასე შემდეგ. ამიტომ, ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ მკაცრი იზოლაციის პირობებში ნებისმიერი სიცოცხლე შეიძლება, გადარჩეს…”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი
აღნიშნული რატიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ 4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება