საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 25 დეკემბრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ გამყარდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.2703 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2704 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ხოლო, შედარებით გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 3.9881 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9830 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 დეკემბრისთვი ამოქმედდება.