ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამერიკის ელჩის განცხადებაში ყველაზე ნიშანდობლივია, რომ იგი ხელისუფლებას აკისრებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას” – დეკანოიძე

ამერიკის ელჩის განცხადებაში ყველაზე ნიშანდობლივია ის, რომ იგი ხელისუფლებას აკისრებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის – ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვენლოვანი იყო ელჩის განცხადებები, ძალიან ბევრი და მრავალმხრივი კონტექსტი.

„ზოგადად კონტექსტი უნდა განვიხილოთ, როდესაც ამერიკის ელჩმა თქვა, რომ იმ მძიმე დარღვევევით და ძალიან მძიმე მოცემულობით, რომელიც იყო 31 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობამ ზოგადად ნდობა დაკარგა არჩევნების. ეს მისი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა.

კი, ეს პარტიები, ჩვენ მოვხვდით პარლამენტში, მაგრამ ეს რეალობა არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც უნდოდათ საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს რეალობა და დემოკრატიის იმიტაცია, რომელიც ივანიშვილს უნდა, არ იყოს ზუსტად ასახული იმ პარლამენტში, რომელმაც დაკარგა საერთოდ ყველანაირი ფუნქცია.

ამიტომ მნიშვენლოვანი იყო ელჩის განცხადებები, ძალიან ბევრი და მრავალმხრივი კონტექსტი. აქ იყო ყველაზე უფრო ნიშანდობლივი ის, რომ იგი ხელისუფლებას აკისრებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იტვირთბა....