“ახლა ფეხების ბაკუნის დრო არ არის, შევხედოთ ელჩი როგორი გულისტკივილით საუბრობს საქართველოს პრობლემებზე და იმაზე, რაც ელის კორონავირუსის და უმუშევრობის გამო. შეერთებული შტატების ელჩი გაცილებით მეტად დარდობს ამ ქვეყანაზე, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსების 99%, რომლებიც ამბობენ რომ მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები გვინდა და მორჩაო. რისთვის ვატარებდით წინასაარჩევნო კამპანიას, თუკი პარლამენტში არ შევდივართ.”
ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი
ამის შესახებ ელისაშვილმა “ჟურნალისტებთან” განაცხადა.