მთავარი ციტატა

“მართლა გეუბნებით, აქამდე ასეთი მრავალფეროვანი კითხვები მე არ მომისმენია”- დავით სერგეენკო

“თქვენ თუ ადევნებდით თვალ-ყურს გუშინწინდელ საკომიტეტო შეხვედრებს, იქ, მართლა გეუბნებით, მე-9 დამტკიცებას ვესწრებოდი უკვე და ასეთი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კითხვები მე არ მომისმენია.”

დავით სერგეენკო – პარლამენტის ვიცესპიკერი

ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, სეგეენკოს თქმით, არ არის კარგი ოპოზიციის გარეშე მუშაობა, მაგრამ ხელისუფლება ვერ გაჩერდება მთავრობის და ბიუჯეტის დამტკიცების გარეშე. 

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე პლენარუს სხდომაზე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს. პროგრამის წარდგენას მხოლოდ “ქართული ოცნება” ესწრება. 

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მხოლოდ “ქართული ოცნება” იყო წარმოდგენილი. ვინაიდან ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ბოიკოტირეკას განაგრძობს და საკანონმდებლო ორგანოში უარზე უარს აცხადებს.

იტვირთბა....