ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიდად საპატივცემულო კელი დეგნანს მინდა შევახსენო, რომ მოსახლეობას “ლეიბორისტული პარტიიდან” ერთი დეპუტატი არ აურჩევია” – ნათელაშვილი

ჩემთვის დიდად საპატივცემულო ქალბატონს, კელი დეგნანს მინდა შევახსენო, რომ მოსახლეობას “ლეიბორისტული პარტიიდან” ერთი დეპუტატი არ აურჩევია – აღნიშნული განცხადებით, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ეს არ იყო არჩევნები და საერთაშორისო პარტნიორებმა ეს ყველაზე უკეთ იციან.

“ჩემთვის დიდად საპატივცემულო ქალბატონს, კელი დეგნანს მინდა შევახსენო, რომ მოსახლეობას “ლეიბორისტული პარტიიდან” ერთი დეპუტატი არ აურჩევია, მან აირჩია საკმაოდ ბევრი დეპუტატი ჩვენი პარტიიდან, რათა დაგვეცვა ხალხის ძირითადი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური უფლებები, რათა გვებრძოლა საერთაშორისო არენაზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ რუსული ოლიგარქის მიმართაც მათ შორის. ეს, რაც ჩატარდა, არ იყო არჩევნები და ამას ყველაზე კარგად ხედავდნენ ჩვენი მეგობრები – ამერიკის და ევროკავშირის წარმომადგენლების სახით,”-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....