ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

როკლეგენდა ლესლი ვესთი გარდაიცვალა

ამერიკელი როკმომღერალი ლესლი ვესთი, გარდაიცვალა. ნფორმაციას Mirror -ი ავრცელებს.

როკლეგენდა 75 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ მუსიკოსი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა, დაუღალავი ბრძოლის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომღერლის გარდაცვალების ფაქტი ლესლის ძმამ, ლარი ვესთ ვეინსტეინმა დაადასტურა.

მან facebook-ის პირად გვერდზე მომღერლის გარდაცვალებამდე დაწერა, რომ ლესლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ლესლი ვესტმა პოპულარობა, ძირითადად, ჯგუფ Mountain-დან მოიპოვა, რომელიც 1960-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა. მათი სიმღერა Mississippi Queen 1970 წელს ჰიტი გახდა და ის საუნდრეკად გამოიყენეს, მათ შორის, ისეთ სატელევიზიო სერიალებში, როგორიცაა “ამერიკელები”, “სიმფსონები” და პოპულარული თამაში Guitar Hero.

იტვირთბა....