ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოპოზიციის ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ მოულოდნელად შეიძლება პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და საგარეო პოლიტიკურ არჩევანს საფრთხე დაემუქროს” – გიორგი ხელაშვილი

“გაქვთ თუ არა ახალი იდეა, რაზეც დასავლეთი უარს ვეღარ იტყვის და რითაც ჩვენი ინტეგრაცია უფრო დაჩქარდება“ – აღნიშნული კითხით მიმართა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა პრემიერმინიტრს გიორგი გახარიას.

როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატმა სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მოწინააღმდეგე ბირთვული ზესახელმწიფოა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება. დეპუტატის შეფასებით, ამ საფრთხეების ხასიათი სულ უფრო ჰიბრიდული და ტექნოლოგიური ხდება.

დეპუტატმა სწორედ ამ კონტექსტში მიმართა პრემიერს კითხვით, თუ  როგორ მოხდება ინსტიტუციურად ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამართვა, კრიზისის მენეჯმენტი და კოორდინაცია.

“შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება ითხოვს სწრაფ სვლას დასავლეთისკენ. ჩვენმა მთავრობამ სწორად დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წყალობით და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით რეგიონული მშვიდობის შენარჩუნობა შესძლო, მაგრამ ეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დაჩქრებულად წავიდეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. გაქვთ თუ არა ახალი იდეა, რაზეც დასავლეთი უარს ვეღარ იტყვის და რითაც ჩვენი ინტეგრაცია უფრო დაჩქარდება“, – მიმართა გახარიას გიორგი ხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე პლენარუს სხდომაზე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

 

იტვირთბა....