16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან გუშინ, გაიტაცეს იპოვეს. ამ წუთებში აფენის პოლიციის განყოფილებაში მასთან ერთად გამოკითხვაზე, სავარაუდო გამტაცებელიც, 21 წლის ბიჭიც იმყოფება.
როგორც 16 წლის გოგოს მამა მედიასთან აცხადებს ჯერ შვილთან არ უსაუბრია.
„ჩემი შვილი სწავლობს სკოლაში. კარგი მოსწავლეა, არც უფიქრია გათხოვება. დილით ნათესავმა დაინახა, რომ პოლიციაში შეჰყავდათ. მაშინვე წამოვედი და ვნახე, რომ კარგად არის. არ მილაპარაკია, მაგრამ ტირილი დაიწყო, რომ დამინახა. ახლა პოლიცია კითხავს. ვითხოვ გამტაცებლის დასჯას. რატომ გააკეთა ეს? ჩემს შვილს მას ცოლად არ დავუტოვებ“, – ამბობს გოგოს მამა, ისა ალიევი.
ამასთან, სავარაუდო გამტაცებლის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი გუშინ დაუკავშირდა და ოჯახმა მოუწოდა პოლიციას ჩაბარებოდა. მათივე ინფორმაციით, გატაცების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, მხოლოდ ის იციან, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან ნიშნობაში იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებისას კი, რამდენიმე პირმა გაიტაცა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.