ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსისგან 43 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაშ 43 ადამიანი გარდაიცვალა. – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 737 პირი ემსხვერპლა” – განაცხადა სიჭინავამ.

ამასთან, როგორც სიჭინავამ ბრიფინგზა აღნიშნა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის ინფიცირებისგან  2 737 პაციენტი გამოჯმრთლდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში, კორონავირუსის  1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....