საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 2 737 პაციენტი გამოჯმრთლდა. საერთო ჯამში კი ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 194 705-ს მიაღწია.
ამასთან, როგორც სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა, გასული დღე ღამის განმავლობაშ ვირუსისგან 43 ინფიცირებული გარდაიცვალა. ასევე, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 405 ადამიანი.
სულ 6 ოქტომბრიდან – 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 878 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 475 პირი, აჭარაში-4 363, იმერეთში-5 168“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.