ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო ვაქცინა გაზაფხულზე მიიღებს, ხოლო ვაქცინაციის შემდეგ მოსახლეობაში გამომუშავდება იმუნიტეტი. ამის შესახებ ცერცვაძემ ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ აცხადებს.
როგორც ცერცვაძე პროგნოზირებს, მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზაფხულიდან დაუბდუნდება.
„თუ ვაქცინა მივიღეთ თებერვალ-მარტში, რისი იმედიც არის, მაშინ რომ ჩატარდეს ვაქცინაცია და გამომუშავდეს იმუნიტეტი, დასჭირდება კიდევ რამდენიმე თვე და დიდი ალბათობით, ნორმალურ ცხოვრებას მომდევნო წლის ზაფხულში დავუბრუნდებით. წელიწადის დროის თვალსაზრისითაც ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რომ პანდემიის ძალა შესუსტებული იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა 2019 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მკაცრი ღონისძიებები გატარდა.