“მე ელისო ბოლქვაძის ნიჭიდან და პიანისტური ცხოვრებიდან გამომდინარე, მის მიმართ მქონდა და ამ ნაწილში ვინარჩუნებ პატივისცემას. მისი გამონათქვამები ჩემშიც იწვევს მკვეთრ ემოციებს, მაგრამ სინამდვილეში რა არის, იცით? ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ფოკუსი და მგონია, რომ აი, ასეთი დეპუტატები, რომლებიც აბსოლუტურად ამოვარდნილები არიან კონტექსტიდან და თვითონაც არ იციან, იქ რა ესაქმებათ, სწორედ ფოკუსის დასაკარგად არიან იქ ჩასმულები, რომ უცებ, ერთ დღეს მთელი მედია და სამოქალაქო ყურადღება და სიბრაზე წავიდეს ელისო ბოლქვაძის სრულიად არაადეკვატურ განცხადებაზე, მეორეჯერ – ვიღაცის.”
ანა ნაცვლიშვილი – პარტია “ლელოს” წევრი
ასე სეაფასა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ახალი წევრის, ელისო ბოლქვაძის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები.