მთავარი ციტატა

“ჩვენი პოზიცია იყო, რომ რაც ნაკლები იქნებოდა ეს შემსუბუქება, მით უკეთესი”- იმნაძე

“ჩვენი პოზიცია იყო, რომ რაც ნაკლები იქნებოდა ეს შემსუბუქება, მით უკეთესი. 20 კვადრატულ მეტრზე რეანიმაციაში რამდენი პაციენტია, იცით? სამწუხაროდ, ბევრი. უმძიმესი პაციენტები. 400- ზე მეტი ადამიანია რეანიმაციაში, ვინც აპარატზეა ჩართული.”

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

ამის შესახებ იმნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მიის თქმით, ეპიდემიოლოგები ვირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების მაქსიმალურად ნაკლებად შემსუბუქების მომხრენი იყვნენ. 

ცნობისთვის, მთავრობის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ მოხდება. ხოლო პანდემიის გამო 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღიდვების შემსუბუქება 2 იანვრამდე იმოქმედებს, იხილეთ მთავრობის განცხადება. 

იტვირთბა....