“კოლმეურნეობის მოედანზე, პირიმზის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგომის ნაწილი ბიძინა ივანიშვილს რომ ეკუთნის და ნაწილი თვითმმართველობას, აი იქ სამი სართული დააშენა ბიძინა ივანიშვილმა უკანონოდ, ისტორიულ ზონაში. შეუძლია კალაძეს ტრაქტორი გაუგზავნოს მილიარდერ ივანიშვილს და დაანგრიოს იქაურობა, დილის 6 საათზე მიიყვანოს პოლიცია. ამას ხომ არ გააკეთებს და ხომ არ გაუკეთებია? რატომ? ანუ ბიძინასთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის კანონი სხვადასხვაა?”
ლევან ხაბეიშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან აფრიკის დასახლებაში დემონტაჟის საკითხზე საუბრისას განაცხადა.