“ქართული ოცნების” თავმჯდომარის,მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ოპოზიცია კითხვის ნიშნების გაღრმავებას ხელოვნურად, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, სწორედ ამიტომ სურს “ოცნებას” კანონპროექტების ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში გადაგზავნა.
“იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩნდება კითხვის ნიშნები, გვირჩევნია გვქონდეს კომპეტენტური, საერთაშორისო დონეზე აღიარებული დასკვნა ხელში და ამის შემდეგ გავაგრძელოთ, რადგან კითხვის ნიშნები ჩნდება და ამ კითხვის ნიშნებს სპეკულაციურადაც აღრმავებენ დაინტერესებული პირები პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. თუ მართლაც, საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს სანქციონირება კონკრეტული ქმედებებისა, რაზეც ყველა თანხმდება, რომ არის ცუდი, არის ზედმეტი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ რეკომენდაციებს ყურადღებით გავეცნობით და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.