ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტპატიმრებისა და საარჩევნო ადმინისტრირების საკითხები დღის წესრიგიდან არ გამქრალა” – დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიტპატიმრებისა და საარჩევნო ადმინისტრირების საკითხები დღის წესრიგიდან არ გამქრალა.

მისი თქმით, მათ ჰქონდათ სამი ძირითადი მოთხოვნა: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი რიგგარეშე არჩევნები ან ნებისმიერი იარაღი, ინსტრუმენტი, რომელიც მიიყვანდათ “იმ გზამდე, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნები.”

„ჩვენ მოთხოვნებზე როდესაც ვსაუბრობდით, გვქონდა სამი ძირითადი მოთხოვნა: პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ახალი რიგგარეშე არჩევნები ან ნებისმიერი იარაღი, ინსტრუმენტი, რომელიც მიგვიყვანდა ჩვენ იმ გზამდე, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნები ერთ-ერთი ჩვენი წარდგენილი მოთხოვნა ასეთ იარაღად დასახელებისას იყო პლებისციტი. თუ ასეთი კონსენსუსი გამოიძებნება, იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ის ორი საკითხი, რომელიც პოლიტპატიმრებს და საარჩევნო ადმინისტრირების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესს ეხება, ეს არ გამქრალა დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იტვირთბა....