ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთი ადამიანის შესვლა არაფერს შეცვლის, ვიდრე პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატი არ შეგროვდება” – მეგრელიშვილი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ერთი ადამიანის შესვლა არაფერს გადაწყვეტს, ვიდრე პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატი არ შეგროვდება.

„ნებისმიერი ასეთი შემთხვევა შეიძლება გავატაროთ იმ ფილტრის ქვეშ, რომელზეც „გირჩი“ საუბრობს – ანუ იქნება თუ არა ეს პარლამენტი, რომელშიც ახლა ადამიანები შედიან. დღევანდელი გაგებით პარლამენტი არ გვაქვს და ამ ორგანოს პარლამენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაერქმევა, თუ მას გადაწყვეტილებების მიღების უნარი ექნება. ერთი ადამიანის შესვლა არაფერს გადაწყვეტს, ვიდრე პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატი არ შეგროვდება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა

იტვირთბა....