პაარტიებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკუძალა არ ექნება.
„ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი რომ დაესვას – დღეს ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ცესკოში განაცხადი შეიტანა და დაფინანსება მოიპოვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის დეკემბრის თვეში და მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ეს კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას მიიღებენ. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის არ ვუწყვეტთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.