“მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვიღაცას შია, ვიღაცას ცივა, ვიღაცას უჭირს, ვიღაცას წლები არ მიუღია კალორია, ვიღაცამ შიშმილის გამო თავი მოიკლა, ვიღაცამ ვალის და ბინის გამო ქვეყანა დატოვა, ან ციხეში ჩავარდა, ან გაგიჟდა, ან ინფარქტი მიიღო, ან ინსულტი გადაიტანა. ამათ ეს არ წარმოუდგენიათ, იმიტომ რომ მათ გარანტირებული აქვთ ფული, უზრუნველი ყოფა, ვაქცინა.”
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა TV “პირველის” ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს კითხვით მიმართა, არის თუ არა ერთი მაგალითი მაინც, რომცა ქვეყანაში ადამიანი შიმშილით მომკვდარა.