ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“2021 წელს თბილისის ბიუჯეტიდან 350 მილიონი დაიხარჯება იმ ოჯახებსა და ადამიანებზე ვისაც ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება” – კალაძე

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი გათვლილია იმ მიმართულებით, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ქონება უაკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებისგან დაცული უნდა იყოს. მისი თქმით, დაუშვებელია ასეთი ქმედება გამართლებული იქნას, ადამიანების გაჭირვებით.

„კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის იმ ოჯახების ვისაც უჭირს და ვისაც სერიოზული პრობლემები აქვს. დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი გათვლილია იმ მიმართულებით, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა.

2021 წელს 350 მილიონი იქნება დახარჯული ამ მიმართულებით, როდესაც მიმდინარეობს ბიუჯეტზე მუშაობა პირველი რასაც ვაკეთებთ, ისაა რომ ამ მიმართულებით განისაზღვროს პროგრამები და ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელდეს, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. მაგრამ ქონებების მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დაუშვებთ“- განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....