“ვუყურებდი თბილისში ნაძვის ხესთან რა ხდებოდა, გული გამისკდა. ეს არის კარანტინი? ციფრებმა ოდნავ დაიწია, ჩაკეტვამ იმოქმედა და ახლა ხალხი გამოდის და დაბადების დღეებზე დადის. ვინც დაბადების დღეებსა და თავშეყრის ადგილებზე დადის, ეს არის ხალხი, ვისი ბრალიცაა, რომ ახლა ბევრი ადამიანი უმუშევარია და სახლში ზის. აქ არაფერ შუაშია მთავრობა, დამნაშავეა ის, ვინც არ მიყვება რეგულაციებს.”
გიორგი ფხაკაძე – გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში
ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
გხაკაძე შეშფოთებას ვერ მალავს არსებული დარღვევების გამო და საზოგადოებას ამის გამო აკრიტიკებს.
ცნობისთვის, მთავრობის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ მოხდება. ხოლო პანდემიის გამო 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღიდვების შემსუბუქება 2 იანვრამდე იმოქმედებს, იხილეთ მთავრობის განცხადება.