„ალბათ, მომავალ ზაფხულამდე მაინც მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად აქტიური თანაცხოვრება. მგონი, 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი“
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ “პირველი არხის ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ 2029 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.