ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო)”დაცალეთ სახლიო, გამოტანაც არ გვაცადეს, ბულდოზერებით დაანგრიეს”- დილიდან “აფრიკაში” შენობების დემონტაჟი განახლდა

თბილისის მერიის ინსოექციამ დღეს დილიდან აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე  თვითდახმარების მიზნით აშენებული სახლების დემონტაჟის პროცესი განაახლეს.

„რადიო თავისუფლების” ჟურნალისტთან ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც აფხაზეთიდანაა დევნილი, განაცხადა, რომ მერიის და პოლიციის თანამშრომლები დილის 7 საათზე მივიდნენ და სახლის დაცლა მოსთხოვეს.

„მოვიდნენ, დაცალეთ სახლიო. ვინ რა გვაცალა, გამოტანაც არ გვაცადეს. რაც მოვსწარით, რაც არადა სულ ბულდოზერებით დაანგრიეს.

2010-დან ამას ვაშენებ. ამ დილას შვიდ საათზე დაგვადგნენ. პირველი გაფრთხილება იყო 4 დღის წინ. აქ ვცხოვრობდი რამდენი ხანია. სადაც უნდათ იქ ქნახონ, თუ სადმე რამე ქონება მიფიქსირდება. ეს იყო ბოლო შანსი“, – თქვა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის სამსახურმს 15 დეკემბერს, დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, დანგრეული მშენებარე ნაგებობი მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო. მათ ნაწილს დემონტაჟის დროს მშენებლობა თითქმის დასრულებული ჰქონდა.

მერიის ინსპექციამ აფრიკის მცხოვრებლებს 4-დღიანი ვადა მისცა, თავად მოეხდინად ნაგებობების დემონტაჟი, ვადის გასვლის შემდეგ კი თავად უზრუნველყოფდნნე მათ დემონტაჟს.

იიხლეთ ვიდეო.

იტვირთბა....