ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეისთვის, კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი” – ეკატერინე ტიკარაძე

დღეისთვის, კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი და მის ფარგლებში მოსახლეობას მომსახურებას უწევს 138 ბრიგადის 700-მდე ექიმი – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა ერთობლივი კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეისთვის, კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი და მის ფარგლებში მოსახლეობას მომსახურებას უწევს 138 ბრიგადის 700-მდე ექიმი. 2 აპრილიდან დღემდე, ონლაინკლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა. ასევე, პაციენტებს ბინაზე მკურნალობის მომსახურებას აწვდიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო დაზღვევით მათზე მიმაგრებული ოჯახის ექიმები. დღეს COVID-19-ის მართვაში პირველადი ჯანდაცვის სექტორი სრულად არის მობილიზებული”, – განაცხადა ტიკარაძემ.

იტვირთბა....