რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხრიდან ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე დაწესებული დამატებითი სანქციების საპასუხოდ რუსეთმა „შავი სია“ გააფართოვა.
სამინისტროს ცნობით, ნაცვალგების პრინციპით შემუშავებულ „შავ სიაში“ შემავალ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
„სიაში მოხვდნენ ის პირები, ვისაც აქვთ კავშირი ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკის გამწვავებასთან“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.