ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარლამენტში წინასწარ დაწერილი კითხვები ისმოდა, რასაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს” – კაპანაძე

დაწერილი კითხვები ისმოდა, რასაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც, პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების გამოსვლები შეაფასა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, არცერთი პრობლემატური კითხვ არ დასმულა.

გაყალბებული არჩევნების შემდეგ ისეთი შედეგები დაიწერეს, რომლითაც აღმოჩდა, რომ ისევ ხელისუფლებაში არიან. ამ გაყალბებას არ ეგუება ოპოზიცია, ამიტომაც არ ვართ პარლამენტში. რაც შეეხება ფარსს, რომელიც იქ მიმდინარეობს, როდესაც წინასწარ ნაწილდება ხოლმე კითხვები, ადამიანებმა იციან რა დოზით, რა ტონით, როგორი კითხვა უნდა დასვან ისე, რომ მინისტრს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან, ეს დემოკრატიასთან არავითარ შემხებლობაში არ არის. წინასწარ დაწერილი კითხვები იყო, მათ შორის წინასწარი დათქმებით, „უკაცრავად, ეს ცოტათი კრიტიკულია და მომავალში უფრო კრიტიკული ვიქნები“. არცერთი პრობლემატური კითხვა, მათ შორის კორუფციის საკითხზე, იუსტიციის სამინისტროდან გაგდებულ ადამიანებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, არ დასმულა. ისმება მარტო ე.წ. კრიტიკული კითხვები, რომელზეც მინისტრებს „კომფორტული პასუხები“ გააჩნიათ“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

იტვირთბა....